TaxMe
მთავარი

Cookie-ების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 4 ოქტომბერი 2026

რას ინახავს TaxMe თქვენს ბრაუზერში, რატომ და როგორ შეგიძლიათ წაშალოთ.

1.მოკლედ

TaxMe cookie-ებს არ იყენებს. არ გვაქვს სარეკლამო, ანალიტიკური ან სოციალური ქსელების ტრეკერები და არც მესამე მხარის სკრიპტები, რომლებიც ინტერნეტში თვალს გადევნებთ. შრიფტებიც ჩვენივე სერვერიდან იტვირთება.

სამუშაოდ აპლიკაცია ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში (local storage) რამდენიმე მცირე ჩანაწერს ინახავს, ქვემოთ ჩამოთვლილს. ისინი თქვენს მოწყობილობაზე რჩება და თქვენს თვალთვალს არასოდეს ვიყენებთ.

2.რას ვინახავთ ბრაუზერში

სახელირისთვისვადატიპი
tax_tokenინახავს თქვენს შესვლას.გამოსვლამდე: „დამიმახსოვრე“-ით 30 დღე, სხვა შემთხვევაში 24 საათიაუცილებელი
tax_email, tax_role, tax_is_adminაჩვენებს თქვენი ანგარიშის ტიპის შესაბამის მენიუს.გამოსვლამდეაუცილებელი
tax_remember, tax_known_account„დამიმახსოვრე“: თქვენი არჩევანი და აქ ბოლოს შესული ანგარიშის ელ-ფოსტა, რომ შესვლის გვერდმა შემოგთავაზოთ „გააგრძელეთ როგორც …“. ინახება მხოლოდ ჩართული „დამიმახსოვრე“-ს დროს.„სხვა ანგარიშით შესვლამდე“, „დამიმახსოვრე“-ს გამორთვამდე ან საიტის მონაცემების წაშლამდეპარამეტრი
tax_device_idშემთხვევითი ID, რომლითაც ეს ბრაუზერი ამოიცნობა: მოწყობილობების სია, ახალი მოწყობილობის გაფრთხილება და „ნდობა“.საიტის მონაცემების წაშლამდეაუცილებელი
active_client_id, active_client_emailბუღალტრებისთვის: რომელ კლიენტზე მუშაობთ.კლიენტის შეცვლამდე ან გამოსვლამდეაუცილებელი
preferred_language, themeთქვენი ენა და ღია/მუქი თემა.საიტის მონაცემების წაშლამდეპარამეტრი
acc_view, acc_groupedბუღალტრებისთვის: ცხრილი თუ დაფა, და დაჯგუფება.საიტის მონაცემების წაშლამდეპარამეტრი
tp.telegramPromoDismissed, tp.installPromoDismissedიმახსოვრებს დახურულ რჩევებს, რომ აღარ გამოჩნდეს.საიტის მონაცემების წაშლამდეპარამეტრი
tm_attr, tm_vid, tm_attr_seen, tm_attr_claimedსაიდან მოვიდა ეს ბრაუზერი პირველად (რეკლამის ბმულის ნიშნები ან საიტი, საიდანაც გადმოხვედით) და შემთხვევითი ID, რომ გავიგოთ, რომელი რეკლამა მოგვიყვანს მომხმარებლებს. იგზავნება მხოლოდ ჩვენთან, არასოდეს სარეკლამო ქსელში.საიტის მონაცემების წაშლამდეგაზომვა (ჩვენი)
Service worker cache (tp-v…)აპლიკაციის ფაილები და გვერდები, რომ TaxMe სწრაფად გაიხსნას და ინტერნეტის გარეშე გვერდი აჩვენოს. ფინანსური მონაცემები არასოდეს.იცვლება აპლიკაციის ყოველი განახლებისასაუცილებელი

პასკებს ინახავს თქვენი მოწყობილობა ან პაროლების მენეჯერი (მაგ. iCloud Keychain ან Google Password Manager), არა TaxMe.

4.როგორ წავშალო

  • ანგარიშიდან გამოსვლისას სესიისა და ანგარიშის ჩანაწერები იშლება.
  • ყველაფრის წასაშლელად ბრაუზერის პარამეტრებში წაშალეთ ამ საიტის მონაცემები (ჩვეულებრივ: პარამეტრები → კონფიდენციალურობა → საიტის მონაცემები). ანგარიშიდან გამოხვალთ და შემდეგ ეს ბრაუზერი ახალ მოწყობილობად ჩაითვლება.

5.დამატებითი ინფორმაცია

პერსონალურ მონაცემებს როგორ ვამუშავებთ, აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. კითხვები: hello@taxme.ge.